"გეო ფლაუერმა“ გასულ წელს პროდუქციის რეალიზაცია 10 %-ით გაზარდა. კომპანიამ 2017 წელს 800 ტონა ხილის ჩირი და სამკურნალო მცენარე დაამზადა, რომელიც ევროპაში გაიყიდა.
"წლის ბოლომდე კიდევ 10%-იან ზრდას ვგეგმავთ, გასულ წელს 800 ტონა პროდუქცია ვაწარმოეთ, რისთვისაც 3 500 ტონა ნედლეული გადავამუშავეთ. შარშან მნიშვნელოვნად გავფართოვდით, გავხსენით ახალი მიმღები პუნქტი და საკომუნიკაციო ცენტრი ონში, სადაც მოსახალეობისგან ყველა სახის ხილს და კენკრას ვიბარებთ. გასულ წელს ასევე ავამუშავეთ ახალი საწარმო ახალციხეში, სადაც ველური მცენარეების მიღება და გადამუშავება ხდება. ხილი, რომელისგანაც ჩირს ვამზადებთ, ორგანულია და ბიოსერტიფიცირებულია", - განუცხადა Bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა გოჩა ძნელაძემ.
"გეო ფლაუერის“ ქარხანა ამბროლაურში 2 000 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანია ISO სერთიფიკატის მფლობელია.

























