მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპაში თანამგზავრების უდიდესი ქარხანა გაიხსნა - ევროკავშირი Starlink-ის ალტერნატივას ქმნის

Aerospacelab

ბელგიაში თანამგზავრების მწარმოებელი ევროპაში უდიდესი ქარხანა გაიხსნა, რომელიც ევროკავშირს SpaceX-ის Starlink-ის ალტერნატიული, უსაფრთხო საკომუნიკაციო ქსელის (IRIS²) შექმნაში დაეხმარება.

შარლერუას მახლობლად მდებარე 20 000 კვადრატული მეტრის ფართობის საწარმოს წელიწადში 500-მდე თანამგზავრის გამოშვება შეეძლება, რითაც ის საწარმოო სიმძლავრით მსოფლიოში მესამე ადგილს დაიკავებს.

პროექტის ფარგლებში ბელგიურმა კომპანია Aerospacelab-მა უკვე გააფორმა 2.4 მილიარდი ევროს ღირებულების კონტრაქტი. კომპანია უზრუნველყოფს მთლიანი თანამგზავრული ჯგუფისთვის დაგეგმილი 348 სატელიტიდან 264-ის დაპროექტებასა და წარმოებას.

პროექტის გაფართოებისა და მასშტაბების გაზრდის მთავარ მიზეზად ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის მზარდი მოთხოვნები დასახელდა, თუმცა სისტემით კომერციული სექტორიც ისარგებლებს. გეგმის მიხედვით, ქარხანაში უშუალოდ წარმოება 2028 წლის ბოლოს დაიწყება, ხოლო თანამგზავრების კოსმოსში გაშვების პირველი ეტაპი 2029 წლის ბოლოსთვისაა ჩანიშნული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები