მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპაში ყველაზე დატვირთული სტამბოლის აეროპორტია

63b58ee7488c8
მარიამ ვარადაშვილი
05.01.23 00:05
704
ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის [Eurocontrol] ინფორმაციით, 2022 წელს ევროპაში ყველაზე დატვირთული აეროპორტი სტამბოლის იყო.

ორგანიზაციის განცხადებით, აეროპორტი გასულ წელს პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა და საშუალოდ დღიურად 1156 ფრენა სრულდებოდა.

სტამბოლის აეროპორტს მოჰყვება ამსტერდამის [1140 ფრენა]; პარიზის [1122 ფრენა], ფრანკფურტი [1048 ფრენა] და ლონდონის [1042] აეროპორტი.

სტამბოლის ახალი აეროპორტი 2018 წელს გაიხსნა და სრული ოპერირება ერთი წლის შემდეგ დაიწყო.თურქული მხარის ინფორმაციით, აეროპორტს წლიურად 90 მლნ მგზავრის გატარება შეუძლია, თუმცა სრულად ამუშავების შემდეგ 200 მლნ მგზავრსაც მოემსახურება. თურქული გამოცემა Dailysabah-ის ინფორმაციით, აეროპორტის მშენებლობის ოთხივე ფაზის დასრულება 2028 წელს იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები