მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპაში ყველაზე მაღალი ტურისტული გადასახადი ამსტერდამში დაწესდება

5d945c005ab4f
მიხეილ ხაჩიძე
02.10.19 16:20
1790

სასტუმროს ნომრის ღირებულების საფასურისს გარდა, მოგზაურებს ამსტერდამში გატარებული თითო ღამისთვის, დამატებით 3 ევროს გადახდა მოუწევთ. CNN Travel-ის ინფორმაციით, ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალი ტურისტული გადასახადი ჰოლანდიის დედაქალაქში 2020 წლიდან დაწესდება.

ბავშვები, ისევე როგორც 16 წლამდე მოზარდები, გადასახადისაგან გათავისუფლდებიან. გარდა ამისა, ახალი რეგულაციებით ამსტერდამის ხელისუფლება დამატებით გადასახადს იღებს ე.წ. ქემფინგისთვის, ტურისტები რომლებიც ბანაკებში დაბინავდებიან, 1 ევროს გადაიხდიან.

ბინების გაქირავების გადასახადი კი 10%-მდე გაიზრდება, მათ შორის Airbnb- ის კერძო დაჯავშნის სერვისზეც. ამსტერდამის მთავრობა ასევე განიხილავს ცვლილებას იმ ტურისტებისტვის, რომლებიც ქალაქში გემებით ჩავლენ, პაკეტის დამტკიცების შემთხვევაში, უცხოელებს 8 ევროს გადახდა მოუწევთ.

ქალაქის მთავრობაში ვარაუდობენ, რომ ახალი რეგულაცია წელიწადში ამსტერდამს დაახლოებით 100 მილიონ ევროს მოუტანს. ყოველწლიურად ნიდერლანდების  დედაქალაქს 18 მილიონი უცხოელი ტურისტი სტუმრობს.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები