მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპელ ლიდერებს ავუხსენი, რომ ეს ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისია - ღარიბაშვილი რუსეთთან ფრენების აღდგენაზე

646724b63eafc
თინათინ ნატმელაძე
19.05.23 11:30
659
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ისლანდიაში ყოფნისას ევროპელ პოლიტიკოსებს გააცნო, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ემსახურება.

"მე განვმარტე, რომ ეს არის შემადგენელი ეკონომიკური-სავაჭრო ურთიერთობების. ვისაც არ უნდა, რომ ქვეყანამ დაძლიოს სიღარიბე, უმუშევრობა და ვაჭრობა-ეკონომიკა იყოს, ძალიან მარტივად უნდა ითქვას, რომ ის არის ჩვენი ქვეყნის მტერი. მთავარი არის შედეგი, ჩვენ უნდა ვიფიქროთ საქმეზე და შედეგზე, საქმე არის ის, რომ ყველაფერი, რაც მე ჩამოვთვალე, ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს - აიოლებს, უმარტივებს ჩვენს მოქალაქეებს გადაადგილებას, ვაჭრობას განავითარებს კიდევ უფრო და ასე რომ, ყველაფერი არის შესაბამისობაში ჩვენს ეროვნულ პოლიტიკასთან და ასევე, საერთაშორისო სანქციებთანაც. აქ კითხვები არ არსებობს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინფორმაციისთვის, დღეს რუსეთიდან საქართველოში პირველი ავიარეისი შესრულდება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები