აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი ამბობს, რომ უერთდება ადგილობრივი და საერთაშორისო ოფიციალური პირების მოწოდებებს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიების შესახებ.
მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ დააკონკრეტა, რომ საუბარი არაა გამოძიების საქართველოს მთავრობის მიერ ჩატარებაზე და არის კონსულტაციები ევროპელ პარტნიორებთან, თუ რომელი შეიძლება იყოს სათანადო ორგანო ასეთი გამოძიების ჩასატარებლად.
„ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ გვსურს ვიხილოთ გამოძიება. გასაგები რომ იყოს, ჩემს განცხადებაში არ დამიკონკრეტებია, რომ ეს გამოძიება საქართველოს ოფიციალურმა პირებმა უნდა ჩაატარონ. ჩვენ კონსულტაციებს ვაწარმოებთ ევროპელ პარტნიორებთან იმის შესახებ, თუ რომელი შეიძლება იყოს სათანადო ორგანო ასეთი გამოძიების ჩასატარებლად“, - განაცხადა მეთიუ მილერმა.
მას ასევე ჰკითხეს შესაძლო სადამსჯელო ზომებზე, რაზეც მილერმა აღნიშნა, რომ პასუხებს საქართველოს ქმედებები განსაზღვრავს და ორი ქვეყნის ურთიერთობა უკვე რამდენიმე თვეა გადახედვის ქვეშაა.
"ნახეთ, რომ უკვე შევაჩერეთ 95 მილიონი დოლარის დახმარება საქართველოს მთავრობისთვის. ჩვენ გვაქვს სხვა დახმარება, რომელიც განხილვის პროცესშია",- აღნიშნა მან.