მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევროპელების მხრიდან ენერგეტიკის სექტორზე მოთხოვნა მაღალია" - გიორგი აბრამიშვილი

ჰესი ჰიდროელექტროსადგური ენერგეტიკა

"ევროპელების მხრიდან ენერგეტიკის სექტორზე მოთხოვნა მაღალია", - ამის შესახებ საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი აბრამიშვილმა საქართველო-ნიდერლანდების ბიზნეს ფორუმზე BMG-თან განაცხადა.

მისი თქმით, ე.წ. შუა დერეფანში საქართველოს როლის ზრდის ფონზე, ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციები მნიშვნელოვანია.

"განახლებადი ენერგიების რესურსებზე მოთხოვნა მაღალია და ის წლიდან წლამდე იზრდება. მოთხოვნა განსაკუთრებით მზარდია ბოლო პერიოდში. ჩვენი ქვეყანა იძენს უფრო მეტ სატრანზიტო მნიშვნელობას, აზიასა და ევროპის დამაკავშირებელი ფუნქციით. შუა დერეფანი ენერგეტიკული კუთხითაც განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს, მათ შორის, ევროპელებისთვის.

გამომდინარე აქედან, ვინაიდან მოთხოვნა ძალიან მაღალია, განსაკუთრებით, განახლებადი ენერგიების მხრივ, ინვესტიციების მოზიდვას ველით", - განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა და დასძინა, რომ საქართველოში ბიზნეს კლიმატი კარგია, რამაც ინვესტიციების მოზიდვას ხელი უნდა შეუწყოს.

ცნობისთვის, 2023 წლის II კვარტალში შემოსული უცხოური ინვესტიციებიდან 27.1% ენერგეტიკის სექტორზე მოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები