მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპელი ლიდერები უკრაინაში ომთან დაკავშირებით საგანგებო სამიტს გამართავენ

მაკრონი სტარმერი

ევროპელი ლიდერები მომავალ კვირას უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით საგანგებო სამიტს გამართავენ იმ ფონზე, როცა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროპის მონაწილეობის გარეშე რუსეთთან ერთად სამშვიდობო მოლაპარაკებებს აანონსებს. თუმცა, როგორც ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში, კიტ კელოგმა განაცხადა, ევროპელ ლიდერებთანაც იქნება კონსულტაციები, მაგრამ ისინი აშშ-ისა და რუსეთს შორის ომის დასრულების მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებენ.

ევროპელი ლიდერების საგანგებო სამიტში გაერთიანებული სამეფოს პრემიერი სერ კეირ სტარმერიც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ამბობს, რომ "ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის ასეთი მომენტი თაობაში ერთხელაა".

როგორც BBC წერს, ევროპელი ლიდერების მოსაზრებებს კეირ სტარმერი თვის ბოლოს აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტისას, თეთრი სახლის ლიდერს, დონალდ ტრამპს გააცნობს. მისი ვაშინგტონიდან დაბრუნების შემდეგ კი, იგეგმება მორიგი შეხვედრა ევროპელ ლიდერებსა და ზელენსკის შორის.

როგორც ცნობილია, აშშ-რუსეთს შორის მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში საუდის არაბეთში გაიმართება. აშშ აცხადებს, რომ შეხვედრაზე მიწვეულია უკრაინული მხარეც, თუმცა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მის ქვეყანას მსგავსი არანაირი მიწვევა არ მიუღია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები