მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპელი ტურისტების 70%-მა საქართველოში ჯავშნები გააუქმა - საიდან ველოდებით ტურისტებს?

BM.GE
03.05.22 13:23
375
ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები, BM.GE-სთან საუბრისას ამბობენ, რომ მიმდინარე ომის გამო ევროპელი ტურისტების 70%-მა საქართველოში ჯავშნები გააუქმა. მათი თქმით, რუსეთიდან ტურისტული ნაკადები დიდი არ არის და ქვეყანაში მხოლოდ ისინი შემოდიან ვისაც საკუთარი ბინა აქვს, ან ბინის დაქირავებას ამჯობინებენ, რაც ტურისტულ ნაკადში ვერ ჩაითვლება. ასე რომ 2022 წლის აქტიურ ტურისტულ სეზონზე პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ტურისტული ვიზიტების დაგეგმვას არ ელიან. ასევე არის მოსაზრება, რომ რუსეთიდან ძალიან ბევრი ტურისტი შემოვა, რადგან სხვაგან წასასვლელი არ აქვთ. ამ ეტაპზე ვინც შემოვიდა რუსეთიდან ყველამ ბინები დაიქირავა, მეორე - ამბობენ, რომ ბათუმი სავსეა ტურისტებით, სინამდვილეში ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თავის სახლებში ჩამოდიან და იქ ცხოვრობენ. მათი რაოდენობა 30 000 ასცდა, ეს ქვეყნისთვის ვიზიტორად ითვლება, თუმცა ტურისტული ნაკადი სხვა არის. გარდა ამისა, წელს ყველაზე დიდ ტურისტულ ნაკადებს ისრაელიდან და გალფის ქვეყნებიდან ელიან.

სტუმარი: თამუნა კურტანიძე - "ჯორჯიან თრეველ გრუფი" შემომყვანი ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები