მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის ბაზარზე აზიიდან თაფლის ექსპორტმა პროდუქციის ფასები შეამცირა - აპიჯეო

თაფლი

"აპიჯეოს" გაყიდვების და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი ერეკლე ჩიკვაიძე ამბობს, რომ მიმდინარე წელს ევროპის ბაზარზე აზიიდან მილიონი ტონა თაფლის ექსპორტი განხორციელდა, რამაც ბაზარზე პროდუქციის ფასების შემცირება გამოიწვია. მისი თქმით, ამის გამო ქართველი მწარმოებლების და ევროპაში პროდუქციის შესასყიდი ფასი ერთმანეთს ვეღარ ემთხვევა, რაც ექსპორტის პროცესს ართულებს.

“საქართველოდან თაფლის 90%-ით ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში ხდებოდა, თუმცა წელს ამ ბაზარზე დიდი რაოდენობით შევიდა ჩინური თაფლი. მწარმოებლებთან მქონდა მოლაპარაკებები ფასებთან დაკავშირებით და დაახლოებით 1 მილიონი დამატებული ტონა თაფლი არის ევროპაში აზიიდან მოხვედრილი, რამაც ძალიან დიდი ვარიაცია გამოიწვია ფასების. ევროკავშირს ჰქონდა სტაბილური ფასის პოლიტიკა ყოველ წელს და ახლა დაახლოებით 1 ევროთი დაეცა ფასები კილოგრამზე, რამაც გამოიწვია ფასების შეუსაბამობა ადგილობრივ და ევროკავშირის ბაზრის ფასებს შორის”, - ამბობს "აპიჯეოს" გაყიდვების და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი ერეკლე ჩიკვაიძე.

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან თაფლის ექსპორტი 69%-ით შემცირდა. ჯამში სხვადასხვა ბაზარზე 16 ტონა თაფლი გავიდა, მაშინ როდესაც გასულ წელს ექსპორტირებული პროდუქტის მოცულობა 40 ტონა იყო.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები