მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ევროპის ბაზარზე ვერ გავდივართ" - მანდარინის ექსპორტიორი დამაბრკოლებელ ფაქტორებზე

632ae6af15f60
ლიკა გურაბანიძე
26.09.22 09:34
1273
მანდარინის ექსპორტიორი კომპანია „აჭარა ტრეიდინგ გრუპის“ დამფუძნებელი კახა შავაძე BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ევროპის ბაზარზე გასვლის სურვილი დიდი ხანია აქვთ, თუმცა ამისთვის ბიზნესს სახელმწიფოსგან ხელშეწყობა სჭირდება.

“ევროპის ბაზარზე ვერ გავდივართ, რადგან ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორია. საბოლოო მიზანი ევროპის ბაზარზე დამკვიდრებაა, თუმცა ამას მხოლოდ ჩვენ ვერ შევძლებთ. სახელმწიფოსგან ხელშეწყობა მნიშვნელოვანია. ქართველი ექსპორტიორები ევროპის ბაზარზე ბევრ ბიუროკრატიას ვაწყდებით. მაგალითად, ევროპაში საბაჟოებზე ჩვენს ფიტასონიტარულ დოკუმენტებს არ ენდობიან, რაც მალფუჭებადი პროდუქციის დაყოვნებას საშუალოდ ერთი კვირით იწვევს, ეს კი ჩვენი ბიზნესისთვის მომაკვდინებელია.

საქართველოში მაღალი ხარისხის პროდუქტის მიღებასა და შეფუთვაზე ყველამ უნდა იმუშაოს, მხოლოდ ერთი კომპანია საკმარისი არ არის. ადგილობრივი საელჩოების მხრიდან დახმარება უნდა მოხდეს, რათა ჩვენ მიერ მიწოდებული დოკუმენტაცია აღიარებული იქნეს და კითხვის ნიშნები არ დარჩეთ, შედეგად, პროდუქცია საბაჟოებზე აღარ დაყოვნდება და პროდუქციაც არ გაფუჭდება", - განმარტა კახა შავაძემ.

რაც შეეხება ფასს, ექსპორტიორის თქმით, მანდარინზე წელს ფასები როგორც ადგილობრივ ბაზარზე ასევე, საექსპორტო ქვეყნებში გაიზრდება.

“თუ შარშან ადგილობრივ ბაზარზე მანდარინის ფასი 70 თეთრიდან 1 ლარის ფარგლებში მერყეობდა, წელს 10-15%-ით მეტი იქნება. ხოლო საექსპორტო ბაზარზე საბითუმო ფასი $1 იყო, ახლა $1,30 იქნება. წლევანდელს ფასების ზრდას, მოსავლის მაღალი ხარისხი და მისი სიმცირე განაპირობებს, ასევე ფასს გაძვირებული ლოგისტიკაც განსაზღვრავს, თუ ერთი წლის წინ გადაზიდვები $3000 ჯდებოდა, ახლა $5000-ია.” - განმარტა შავაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ნარინჯისფერი რთველი ნოემბერში იწყება და დეკემბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები