ევროპის ბიზნეს ასოციაციამ (EBA) მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კომიტეტი შექმნა.
ასოციაციის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კომიტეტი იმუშავებს მეწარმეების გაძლიერებაზე რესურსების მრავალფეროვანი სპექტრის შეთავაზებით, მათ შორის იქნება სემინარები, ვორქშოფები და პერსონალიზებული კონსულტაციები. ის ასევე უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი კავშირების დამყარების შესაძლებლობას მცირე ბიზნესისთვის განვითარებაში დასახმარებლად.
კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა FAS Group-ის მმართველმა პარტნიორმა ნათია სხვიტარიძემ დაიკავა.
ცნობისთვის, საქართველოში ევროპის ბიზნეს ასოციაცია 2017 წელს დაარსდა და 100-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს. მათ შორის მსხვილ კომპანიებს სხვადასხვა სექტორიდან (საბანკო-საფინანსო, დაზღვევა, ტურიზმი, სამართალი, სოფლის მეურნეობა, ინჟინერია, წარმოება, სამედიცინო და ა.შ.), ასევე მცირე და საშუალო საწარმოებს.