მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის ბიზნეს სკოლა ტოპ-მენეჯმენტის სრული CEO პროგრამის მე-12 ნაკადს მასპინძლობს

60215bb12aee7
ვიქტორია მღებრიშვილი
08.02.21 19:36
1047
ევროპის ბიზნეს სკოლა ტოპ-მენეჯმენტის სრული CEO პროგრამის მე-12 ნაკადს მასპინძლობს.

2017 წელს დაფუძნებული ევროპის ბიზნეს სკოლა (ESB), თითქმის 4 წელიწადია, რაც დაინტერესებულებს საუკეთესო ხარისხის პროფესიულ კურსებს, ტრენინგებს, ვორქშოფებს და სემინარებს სთავაზობს. გარდა უნარიანი მენეჯმენტისა, სკოლა ავტორიტეტული ლექტორებით, მენტორებით და ტრენერებით არის წამოდგენილი.

როგორც “Forbes კვირასთან” ინტერვიუში პროგრამის ავტორი აღნიშნავს, ტოპ-მენეჯმენტის სრული CEO პროგრამა დღეისთვის 300-ზე მეტმა ბიზნესმა გაიარა.

„პროგრამის კონკურენტუნარიანობა მისი კომპლექსურობიდან გამომდინარეობს, ის მოიცავს ფინანსებს, მარკეტინგს, ბრენდინგს, HR-ს. პროგრამა ბიზნესის მართვის ყველაზე პრაქტიკული ნაწილის გაცნობის და შესვლის საშუალებას იძლევა. ეს მოსწონთ კომპანიების მფლობელებს. ხანდახან არის ხოლმე პოლემიკები, რომ პრაქტიკა სჯობს თეორიას, მაგრამ თეორია პრაქტიკის გარეშე არის აბსოლუტური ფანტაზია, პრაქტიკა თეორიის გარეშე კი - ქაოსი. ჩვენი პარტნიორი ტრენერებიც ინსპირაციებით გამოირჩევიან. დღეს უკვე მონაწილეთა 30% რეკომენდაციებით მოდის. ამასთან მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროგრამის შეფასება 9.3-ია, ეს იმით არის განპირობებული, რომ მუდმივად ვამუშავებთ და ვავითარებთ დეტალებს“, - განმარტავს გიორგი კუჭუხიძე.

ტოპ-მენეჯმენტის სრული CEO პროგრამის ერთ-ერთი ტრენერი ალექს ჩიქოვანი კი ამბობს, რომ პროგრამის მიმართ ინტერესი მზარდია და ადგილობრივი ბიზნესისთვის ეს პროგრამა განვითარების და საერთაშორისო გამოცდილების მიღების საუკეთესო საშუალებაა.

„საქართველოში საქმის კეთება გმირობის ტოლფასია. ადამიანები თავისი მონდომებით, ალღოთი აკეთებენ ბიზნესს, ამასთან ციფრული სამყაროს ეპოქაში ისინი ხედავენ რა პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში და მიხვდნენ, რომ მსოფლიოში რაღაც პრაქტიკა არსებობს და როგორც ჩანს, ამ ტრენინგით დაინტერესება ამანაც განაპირობა.

პროგრამის მონაწილეები მართვის მათეულ პრაქტიკას და ჩვენ მიერ მიწვდილ თეორიულ გამოცდილებას ადარებენ ერთმანეთს. ბიზნეს ტრენინგებზე კომპანიების პირველი პირები საერთაშორისო გარემოს გამო მოდიან. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ კომპანიის პირველ პირებს არ უჭირთ იმის აღიარება, რომ მათ რაღაც არ იციან, ამასთან ჩვენთან მიღებული ინფორმაციისა და ცოდნის მიღების შემდეგ ხელმძღვანელები კომპანიაში დასაქმებულ სხვადასხვა რგოლის თანამშრომლებს უშვებენ პროგრამის გასაცნობად“, - აღნიშნავს ალექს ჩიქოვანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები