ევროპის ბიზნეს სკოლის მიერ ორგანიზებული ტოპ-მენეჯმენტის სრული CEO პროგრამა იწყება. პროგრამა კომპანიების დამფუძნებლებისთვის, დირექტორებისთვის და ხელმძღვანელებისთვისაა განკუთვნილი და ის 27 ოქტომბერს დაიწყება. ევროპის ბიზნეს სკოლის ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროგრამის მე-19 ნაკადი მიმდინარეობს. ი-ეს-ბი-ში ამბობენ, რომ პროგრამის წარმატება განპირობებულია მისი კომპლექსურობიდან გამომდინარე, რადგან ერთ თვეში, საკმაოდ სიღრმისეულად მოიცავს რამდენიმე მოდულს: ფინანსების, მარკეტინგის, გაყიდვებისა და ბრენდინგნის, პროექტების მართვის, ეიჩარის და მენეჯმენტის მიმართულებით.