მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროპის ცენტრალურ ბანკს გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივიან

573c93a7249ec
BM.GE
18.05.16 20:08
1476
Welt am Sonntag-ის ინფორმაციით, გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა, ინფორმაცია რომ ევროპის ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ სარჩელით მოქალაქეთა ჯგუფი მიმართავს. მოსარჩელეები ევროპის ცენტრალურ ბანკს უფლებამოსილების გადაჭარბებაში ადანაშაულებენ.

მათი აზრით, როდესაც ბანკი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დიდი მოცულობით ობლიგაციებს ყიდულობს მათი უფლებები ირღვევა და ასევე როცა კერძო კომპანიების ფასიანი ქაღალდების შეძენას აპირებს. მათი აზრით, ამ გზით, ირღვევა ფულად-საკრედიტო და ფისკალურ პოლიტიკას შორის საზღვარი და ეროვნული მთავრობების პრეროგატივა.

გასული წლის ივნისში ევროკავშირის სასამართლომ ლუქსემბურგში ასეთივე სარჩელის მიღებაზე უარი თქვა. მაშინ პირობაც დასახელდა, რომლის თანახმადაც ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ეროვნული მთავრობების პირდაპირი დაფინანსება უნდა შეწყვიტოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები