მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის მთავრობამ კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს ₾2 მლნ გამოუყო

ევროკბასკეტი

2025 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის მთავრობამ კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს ფულადი პრიზის სახით 2 მლნ ლარი გამოყო. ამის შესახებ 7 აგვისტოს 1271-ე განკარგულებიდან ხდება ცნობილი.

„კალათბურთში 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში გასვლისთვის, კალათბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრებზე, მწვრთნელებზე, საექიმო და ადმინისტრაციულ პერსონალზე გაიცეს:

ა.ა) ფულადი პრიზი - 255 ლარის ოდენობით;

ა.ბ) დამატებითი ფულადი პრიზი - 1 745 000 ლარის ოდენობით“, - ნათქვამია განკარგულებაში.

დოკუმენტის მიხედვით სპორტის სამინისტრომ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით მისთვის განსაზღვრული „საქართველოს სპორტსმენთა, მწვრთნელთა, საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალის სტიპენდიების“ ქვეპროგრამის ფარგლებში საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას 255 000 უნდა გადაურიცხოს.

ევრობასკეტი 2025-ის ყველა მონაწილე:

ისრაელი, სლოვენია, პორტუგალია, იტალია, თურქეთი, ისლანდია, ლატვია, ესპანეთი, ბელგია, გერმანია, მოტენეგრო, შვედეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, საფრანგეთი, კვიპროსი, ჩეხეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, ფინეთი, სერბეთი, საქართველო, პოლონეთი, ლიეტუვა, ესტონეთი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები