ევრო 2024 და ტურიზმი - რა გავლენა აქვს საქართველოს მოქალაქეების მოგზაურობაზე გერმანიაში მიმდინარე საფეხბურთო მატჩებს, ამაზე ვისაუბრებთ გადაცემის ამ ნაწილში სტუმართან ერთად. უნდა ვთქვათ, რომ გერმანიის იმ ქალაქებში, სადაც ევროპის ჩემპიონატი ტარდება როგორც თვითმფრინავის ბილეთების, ასევე სასტუმროების ღირებულება საგრძნობლად არის გაზრდილი. მიუხედავად მაღალი ფასისა, ტურისტული კომპანიები აღნიშნავდნენ, რომ მაღალი იყო მოთხოვნა საქართველოს ნაკრების მატჩების პერიოდის პაკეტებზე.
სტუმარი: ანა კირკიტაძე - ტურისტული კომპანია "ვინგლეთის" დამფუძნებელი