ევროპის დღე თბილისში დიდი სახალხო ღონისძიებით აღინიშნა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ სადღესასწაულო ღონისძიებები, 6 მაისს, ექსპო ჯორჯიაში გამართა. ევროპის დღე ჩვენს ქვეყანაში 1993 წლიდან აღინიშნება. 30 წელზე მეტია, რაც ევროკავშირი საქართველოში სხვადასხვა პროგრამებსა და პროექტებს აფინანსებს. DCFTA-ის ამოქმედების შემდეგ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ორმხრივი ვაჭრობის მთლიანი მოცულობა 15%-ით გაიზარდა. მას შემდეგ ევროკავშირი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის 2021-2024 წლებისთვის განკუთვნილი გრანტების მოცულობა 340 მილიონ ევროს შეადგენს. ყოველწლიურად კი საქართველოს ამბიციური რეფორმების მხარდასაჭერად გრანტის სახით 100 მილიონი ევრო გამოიყოფა.