გასული წლიდან მოყოლებული საქართველო ევროპის დღეს ექსპო ჯორჯიაში აღნიშნავს. წელს პირველად საქართველო ევროპის დღეს ხვდება, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. ამიტომ ღონისძიებამ მეტი მასშტაბურობა შეიძინა. ევროპის დღეს, ექსპო ჯორჯიას სივრცეში, ხუთი პავილიონი და ექვსი ზონა დაეთმობა, სადაც წარმოდგენილი იქნება ერთიანობის, მრავალფეროვნებისა და ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ღირებულებების ამსახველი ფაქტები. ღონისძიება დაეთმობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ თანამშრომლობას და აქცენტი გაკეთდება ევროკავშირის მიერ საქართველოს კეთილდღეობაში შეტანილ წვლილს. ამჟამად ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოში 130-ზე მეტი პროექტი ხორციელდება, რომელთა ნაწილსაც სწორედ ევროპის დღეს გაეცნობით.
ერთიანობა მრავალფეროვნებაშია – საქართველო ევროპის დღე 2024-ს უკვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით ხვდება. ღონისძიება, რომელიც მრავალი წელია საქართველოში სწორედ ევროპის დღის აღსანიშნავად იმართება, ამჯერადაც მასშტაბური და გამორჩეული იქნება. შეხვედრის ადგილი კვლავაც უცვლელია – „ექსპო ჯორჯიას პავილიონები ერთი დღით ევროკავშირის ფერებში, ქართული პროდუქტებით და გამორჩეული პროგრამით იქნება დატვირთული.
სტუმრები: სალომე გიგაშვილი - გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), სურსათის უვნებლობის ექსპერტი;
ნინი ხუგაშვილი - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) სოციალური მეწარმეობის პროგრამის კომუნიკაციის მენეჯერი;