მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის მიმართულებით საკონტეინერო გადაზიდვებზე ფასი იკლებს,  აშშ-ს მიმართულებაზე ზრდას ელიან

გემი კონტეინერი

საკონტეინერო გადაზიდვებზე ფასი კლებას აჩვენებს. ბოლო 1 კვირის განმავლობაში გლობალური საკონტეინერო ინდექსი კიდევ 2%-ით შემცირდა და 40-ფუტიან კონტეინერზე 5,319 დოლარი შეადგინა.

ინდექსი 18 ივლისის კვირაში არსებული პიკური მაჩვენებლიდან უკვე 10%-ზე მეტად არის შემცირებული. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მაღალი ფასისა, საკონტეინერო გადაზიდვები პანდემიის პერიოდში არსებულ პიკურ ფასზე ($10 377) მაინც 49%-ით დაბალია.

წელს საკონტეინერო გადაზიდვების ფასზე ძირითადი ზეწოლა წითელი ზღვის კრიზისმა შექმნა, რამაც გადაზიდვების მარშრუტი შეცვალა და გააძვირა.

რაც შეეხება მიმდინარე ფასებს- შანხაიდან გენუაში გადაზიდვის ტარიფები 5%-ით ან შემცირდა და 40 ფუტიანი კონტეინერისთვის 6,788 დოლარი შეადგინა. ტარიფი შანხაიდან როტერდამის მარშრუტზე 4%-ით ან 327 დოლარით, 7,429 დოლარამდე შემცირდა. ამ დროისათვის მცირედი გაძვირებაა შანხაიდან ნიუ-იორკის მარშრუტზე. წყნარი ოკეანის აღმოსავლეთით გადაზიდვის ტარიფების ბოლოდროინდელი ზრდა აშშ-ში 1 ოქტომბერს, ILA port -ის დაანონსებულ გაფიცვას და ამის გამო საქონლის გაგზავნის დაჩქარებას უკავშირდება, ამიტომ Drewry -ს ანალიტიკოსები ტრანს წყნარი ოკეანის მიმართულებით განაკვეთების ზრდას მომდევნო კვირაშიც ელიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები