მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ევროპის მოედანზე დაბინძურების მაჩვენებელი არ ფიქსირდება"

5b3c97d33a672
მარიამ ადამია
04.07.18 13:45
603
გარემოს ეროვნული სააგენტოს, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის, მობილური სადგურის მიერ გამოიკვეთა, რომ სატრანსპორტო ნაკადის სიმცირის გამო, ევროპის მოედანზე დაბინძურების მაჩვენებელი, ქალაქის სხვა უბნებთან შედარებით დაბალია. თუმცა საკმაოდ მაღალია მაჩვენებელი რიგით მეორე ლოკაციაზე – თამარ მეფის გამზირზე, სადაც ერთ–ერთი მთავარი დამბინძურებლის, აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციის გადაჭარბება ნორმაზე მაღალია. თემაზე გადაცემა „ქალების ნარატივში“ ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელმა – ნოე მეგრელიშვილმა ისაუბრა.

"დედაქალაქში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი ლოგიკურიც არის ჩვენივე ავტოპარკის ტექნიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. გარემოს ეროვნული სააგენტო, უწყვეტად ზომავს ატმოსფერული ჰაერის ხარისხს ოთხ წერტილში, ასევე ყოველკვარტალურად ტარდება ინდიკატორული გაზომვები ქალაქის 25 წერტილში, რაც იძლევა საშუალებას იმის თქმის, რომ სადაც სატრანსპორტო ნაკადები აქტიურია და სადაც ხშირია საცობები, იქ ფიქსირდება ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებლებიც, რომლებიც ნორმას მკვეთრად აჭარბებს", - განაცხადა მეგრელიშვილმა.

მისი თქმით, მეორე პრობლემური დამბინძურებელი ქვეყანაში –მსხვილი ფრაქციის მტვერია (PM10), რომლის წყაროც ძირითადად სამშენებლო სექტორია. რაც შეეხება ავტომატურ სადგურს, თამარ მეფის გამზირის შემდეგ, მექანიზმი, მოივლის მთელი საქართველოს რეგიონებს და დამონტაჟდება ისეთ ქალაქებშიც კი, სადაც უწყვეტი მონიტორინგი ამ ეტაპზე არ განხორციელებულა. ხოლო შედეგად დადგინდება, თუ სად არის ყველაზე დაბინძურებული ატმოსფერული ჰაერი, რა არის ამის გამომწვევი მიზეზი და რა უნდა გაკეთდეს მდგომარეობის შესამსუბუქებლად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები