მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის ქალაქები, რომლებიც საუკეთესო ფინანსურ ცენტრებად მიიჩნევა

ფინანსური ცენტრები

მსოფლიოში ტოპ-10 საუკეთესო ფინანსური ცენტრიდან ხუთი აშშ-ში მდებარეობს, ევროპაში კი მხოლოდ ორი. გლობალური კონკურენციის ზრდის ფონზე, ევროპულ ქალაქებს უჭირთ კონკურენციის გაწევა. მაშინ როცა ნიუ-იორკი მსოფლიოში საუკეთესო ფინანსურ ცენტრად მიიჩნევა, ევროპაში აღნიშნულ ტიტულს ლონდონი არ თმობს. საინტერესოა, ევროპაში კიდევ რომელი ქალაქები ხვდება საუკეთესო ფინანსური ცენტრების ტოპ-ათეულში.

გლობალური ფინანსური ცენტრების ინდექსის (GFCI) თანახმად, ლონდონის შემდეგ ადგილს ჟენევა იკავებს, რომელიც ლონდონთან ერთად მსოფლიო ათეულშიც შედის. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ჟენევის წარმატებას შვეიცარიის კანონმდებლობა და კორუფციის დაბალი დონე განაპირობებს.

ევროპაში მესამე ადგილზეა ფრანკფურტი - ევროპის ცენტრალური ბანკის ქალაქი, გარდა ამისა, სწორედ ამ ქალაქში „დაიბადა“ გერმანიის ცენტრალური ბანკი - "ბუნდესბანკიც". ის მსოფლიოს საუკეთესო ფინანსური ცენტრების ოცეულში მე-14 ადგილზეა.

რაც შეეხება დანარჩენ შვიდ ქალაქს, რომლებიც ევროპის საუკეთესო ფინანსურ ცენტრებად ითვლება, შემდეგია: პარიზი, ლუქსემბურგი, ციურიხი, ამსტერდამი, ბერლინი, დუბლინი და მიუნხენი. მათგან მსოფლიოს ოცეულში პარიზი, ლუქსემბურგი, ციურიხი და ამსტერდამი შედიან.

GFCI-ს მიხედვით, საუკეთესო ფინანსური ცენტრების რეპუტაციას განაპირობებს ბიზნეს გარემო და ფინანსური კონკურენტუნარიანობა. თუმცა ნათელია ისიც, რომ ქალაქები, რომლებიც საუკეთესო ფინანსურ ცენტრებად მიიჩნევა, გამოირჩევიან კორუფციის აღქმის ინდექსის დაბალი, ხოლო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მაღალი მაჩვენებლებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები