მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროპის ქვეყნებში ქართველთა მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო კანონი მკაცრდება

5aeeba3ab232b
მეგი კავთუაშვილი
06.05.18 16:00
1425
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შედის. ცვლილებების მიზანია ხელი შეუშალოს საქართველოს მოქალაქეთა უცხო ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანას, ასევე, მათთვის უცხო ქვეყანაში უკანონოდ ყოფნას. მიზეზი კი ბოლო პერიოდში ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობისა და ქართველთა მიერ ჩადენილი დანაშაულის მზარდი სტატისტიკა გახდა, რის გამოც ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების მხრიდან კრიტიკამ იმატა.

„ბოლო პერიოდში ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობისა და ქართველთა მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო, იმატა კრიტიკამ ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების მხრიდან. გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ, ასევე, შვედეთის სამეფომ, როგორც ევროსტრუქტურებში, ისე მედიის წინაშე, ღიად დააფიქსირეს, რომ ქართველთა მიერ უვიზო რეჟიმის არაკეთილსინდისიერად გამოყენების ტენდენცია არის საყურადღებო და არ არის გამორიცხული, დაწყებულ იქნას შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხის განხილვა. ზემოაღნიშნული ქვეყნები საქართველოს სამთავრობო უწყებებთან კონსულტაციის ფარგლებში ღიად აფიქსირებენ რომ, მიზანშეწონილია, საქართველოს მთავრობამ გაატაროს გარკვეული მიზანმიმართული ღონისძიებები, რათა შეამციროს საქართველოდან იმ მოქალაქეთა ნაკადი, რომლებიც არაკეთილსინდისიერად გამოიყენებენ უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობას.“ - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყნაში უკანონო მიგრაციისთვის შესაბამისი პირობების შექმნისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება. კერძოდ: საზღვარზე უკანონოდ გადაყვანისთვის ან/და მისთვის უცხო ქვეყანაში უკანონოდ ყოფნისათვის ხელის შეწყობა და საქართველოს მოქალაქის მიერ უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მიღების უფლების ბოროტად გამოყენებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე.
განმეორებით ჩადენის შემთხვევაში გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

ორგანიზებული ჯგუფის მიერ ამ ქმედების ჩადენა კი გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან ათ წლამდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები