მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნით ჩასული საქართველოს მოქალაქეების დაკმაყოფილების მაჩვენებელი ნულოვანია. როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მარკ ჰულტმა განმარტა, უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ მათი მხრიდან სტატუსის მიღება გამკაცრდა.
„შედეგი ამ კუთხით შეიძლება ვთქვათ, რომ ნულოვანია. 2018 წლის 6 თვის განმავლობაში გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების მხოლოდ 1%-მა მიიღო რამენაირი სტატუსი. უნდა განვმარტოთ რომ ორ სტატუსზეა საუბარი. ერთი სტატუსი არის უშუალოდ ლტოლვილის სტატუსი, ფაქტობრივად საქართველოს არცერთ მოქალაქეს არ მიუღია უშუალოდ ლტოლვილის სტატუსი, ამ 1%-ში საუბარია დროებით საცხოვრებელი უფლების მიღებაზე. ძირითადი მიზეზი არის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც კონკრეტული ვადის გასვლის შემდეგ აუცილებლად მოიაზრებს დაბრუნებას.
შვედეთში 0%-ია, აქ დროებითი სტატუსის მინიჭებაც არ ხდება. შვედეთი ამბობს, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა და კეთილი ინებეთ და მიბრძანდით უკან საქართველოში ან საკუთარი ნებით, ან ძალის გამოყენებით.
რაც შეეხება საფრანგეთს, ადრე საფრანგეთი უფრო ლოიალური იყო 5%-მდე მერყეობდა ეს მაჩვენებელი, მაგრამ რაც უვიზო რეჟიმი ამოქმედდა, ისეთივე ლოიალობით აღარ გამოირჩევიან და ეს ლოგიკურიცაა.“- განმარტა ჟურნალისტებთან საუბრისას მარკ ჰულსტმა.
მისივე ინფორმაციით, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტში საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით რეადმისიის მოთხოვნით ევროპის ქვეყნებიდან დაახლოებით 1250-მდე შეტყობინება იგზვანება, რასაც საქართელო 95%-ის შემთხვევაში აკმაყოფილებს.

























