ლუქსემბურგში, იტალიასა და ფინეთში სახელმწიფო პენსია ცხოვრებისთვის საჭირო ხარჯებს ორჯერ და მეტად აჭარბებს. ასეთია HR კომპანია Moorepay-ის კვლევის შედეგები.
ლუქსემბურგში წლიური სახელმწიფო პენსიის საშუალო ოდენობა 28,790 ევროა, ხოლო ცხოვრების საშუალო ხარჯი 12,791 ევრო. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო პენსია ხარჯებს ორჯერ აღემატება. პენსიები ასევე ორჯერ აღემატება ცხოვრების ღირებულებას იტალიაში (210%) და ფინეთში (208%). ესპანეთი (199%) და დანია (189%) ასევე ახლოს არიან ამ დონესთან.
ამასთან, კვლევის მიხედვით, ევროპის 39 ქვეყნიდან 20-ში პენსია ვერ ფარავს ცხოვრებისთვის აუცილებელ ხარჯებს (ქირის გამოკლებით).
მაჩვენებელი მნიშვნელოვნად განსხვავდება ევროპის მასშტაბით. ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპაში პენსიები ხშირად ფარავს ან აღემატება ძირითად ხარჯებს, მაშინ როდესაც აღმოსავლეთ ევროპასა და ბალკანეთში უმეტესად ვერ ახერხებს ხარჯების დაფარვას.
39 ევროპულ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, კანდიდატ ქვეყნებში, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ზონის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში, პენსიის მიერ ცხოვრების ღირებულების დაფარვის მაჩვენებელი მერყეობს საქართველოს 22%-დან ლუქსემბურგის 225%-მდე.
რეიტინგი, თუ ცხოვრების ღირებულების რა ნაწილს ფარავს საშუალო სახელმწიფო პენსია (ქირის გამოკლებით) ასე გამოიყურება:

მონაცემები წარმოდგენილია ერთი ადამიანის ცხოვრების ხარჯებსა და საშუალო პენსიაზე 2025 წლის ოქტომბრის ბოლოსთვის.




























