მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროპის საფონდო ბირჟებმა შესაძლოა, სამუშაო გრაფიკი შეამცირონ

5dc50d9d5ccd8
მიხეილ ხაჩიძე
08.11.19 16:10
1421
ევროპის საფონდო ბირჟებმა შესაძლოა, სამუშაო გრაფიკი შეამცირონ. როგორც დასავლური მედია იტყობინება, ევროპის ფინანსური ბაზრების ასოციაციამ და ბრიტანეთის ინვესტიციების გაერთიანებამ, ევროპის კონტინენტზე არსებულ საფონდო ბირჟებს სავაჭრო დროის საათნახევრის შემცირების წინადადებით უკვე მიმართეს.
 
ერთობლივი წერილით, ორგანიზაციები კონტინენტის ბირჟებისგან ითხოვენ, რომ ფინანსური ბაზრების გახსნის დრო 1 საათით გადაიტანონ და ნახევარი საათით ადრე დახურონ. ამ ეტაპისთვის, ევროპის მასშტაბით, საფონდო ბირჟები 08:00 საათზე იღება და 16:30 საათზე იკეტება. ინიციატივის ავტორების შეთავაზებით კი ისინი 09:00 საათზე უნდა გაიღოს და 16:00 საათზე დაიხუროს.
 
როგორც ინიციატივის ავტორები აცხადებენ, სამუშაო გრაფიკის შემცირება სამუშაო გარემოს უფრო ეფექტურს გახდის, თანამშრომლები მეტად მოტივირებულები იქნებიან. ამას გარდა, ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ოპერაციული დროის შემცირება სავაჭრო ხარჯების უფრო სტაბილურ ფორმირებას ხელს შეუწყობს, ამასთან, ტრეიდერებს კომპანიების სიახლეების გასაანალიზებლად მეტი დრო ექნებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები