მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბანკები შესაძლოა ამერიკული იყოს, თუმცა ზოგიერთი უძველესი ფინანსური ინსტიტუტი სწორედ ევროპაში მდებარეობს.
უფრო მეტიც: როგორც ირკვევა, საფრანგეთი თავისუფლად შეიძლება კონტინენტის საბანკო დედაქალაქად ჩაითვალოს.
მიუხედავად იმისა, რომ ლონდონი და ციურიხი ევროპის ყველაზე ცნობილი ფინანსური ცენტრებია, აქტივების მიხედვით კონტინენტის 10 უმსხვილესი ბანკიდან ნახევარი სწორედ საფრანგეთში მდებარეობს.
S&P Global-ის უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით, წარმოადგენთ 20 უმსხვილეს ევროპულ ბანკს მათი მთლიანი აქტივების მიხედვით, 2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით.
| # | ბანკი / კომპანია | ქვეყანა | მთლიანი აქტივები (მლრდ აშშ დოლარი) |
| 1 | BNP Paribas | საფრანგეთი | 3,279 |
| 2 | HSBC | დიდი ბრიტანეთი | 3,212 |
| 3 | Crédit Agricole Group | საფრანგეთი | 3,149 |
| 4 | Banco Santander | ესპანეთი | 2,252 |
| 5 | Barclays | დიდი ბრიტანეთი | 2,078 |
| 6 | Groupe BPCE | საფრანგეთი | 1,987 |
| 7 | Société Générale | საფრანგეთი | 1,813 |
| 8 | Deutsche Bank | გერმანია | 1,685 |
| 9 | UBS Group | შვეიცარია | 1,617 |
| 10 | Crédit Mutuel Group | საფრანგეთი | 1,442 |
| 11 | Lloyds Banking Group | დიდი ბრიტანეთი | 1,271 |
| 12 | ING Groep | ნიდერლანდები | 1,238 |
| 13 | Intesa Sanpaolo | იტალია | 1,127 |
| 14 | UniCredit | იტალია | 1,022 |
| 15 | BBVA | ესპანეთი | 1,006 |
| 16 | NatWest Group | დიდი ბრიტანეთი | 962 |
| 17 | Standard Chartered | დიდი ბრიტანეთი | 920 |
| 18 | Sberbank | რუსეთი | 870 |
| 19 | La Banque Postale | საფრანგეთი | 852 |
| 20 | CaixaBank | ესპანეთი | 780 |
BNP Paribas 2000 წელს საფრანგეთის ორი უმსხვილესი ბანკის - Banque Nationale de Paris (BNP) და Paribas-ის შერწყმის შედეგად შეიქმნა. ბანკში უმცირესობის წილებს საინვესტიციო კომპანია BlackRock და ბელგიის მთავრობა ფლობენ. ბანკი 2019 წლამდე აშშ-ის საცალო საბანკო ბაზარზეც ოპერირებდა.
საფრანგეთში ასევე ბაზირებულია ისეთი ბანკები, როგორებიცაა Crédit Agricole (3.1 ტრილიონი დოლარი), BPCE (2 ტრილიონი დოლარი), Société Générale (1.8 ტრილიონი დოლარი) და Crédit Mutuel (1.4 ტრილიონი დოლარი).
აქტივების მიხედვით ევროპის მეორე და მეხუთე უმსხვილესი ბანკების სათავო ოფისები გაერთიანებულ სამეფოში მდებარეობს. HSBC-ის აქტივები 3.2 ტრილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო Barclays-ის - 2.1 ტრილიონ დოლარს.
2020 წელს ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის (Brexit) შემდეგ, ლონდონის, როგორც ევროპის წამყვანი ფინანსური ცენტრის ისტორიული პოზიცია ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. ორმა ბრიტანულმა ბანკმა ევროპის ერთიან ბაზართან კავშირის გაწყვეტის შედეგებთან გასამკლავებლად ასობით მილიონი ფუნტი სტერლინგი დახარჯა.
სხვა მსხვილ ბრიტანულ ბანკებს შორის არიან: Lloyds (1.3 ტრილიონი დოლარი), NatWest Group (962 მილიარდი დოლარი) და Standard Chartered (920 მილიარდი დოლარი).
გერმანიას, ევროპის უდიდეს ეკონომიკას, კონტინენტის 20 უმსხვილეს ბანკს შორის მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ჰყავს. Deutsche Bank რეიტინგში მერვე ადგილს იკავებს 1.7 ტრილიონი დოლარის აქტივებით და მისი აქციები ფრანკფურტისა და ნიუ-იორკის საფონდო ბირჟებზეა განთავსებული.
გერმანიის დეცენტრალიზებული საბანკო სისტემა მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია. რამდენიმე ფინანსურ გიგანტზე დამოკიდებულების ნაცვლად, ქვეყანაში მოქმედებს ე.წ. „სამსვეტიანი“ სისტემა, რომელიც კერძო კომერციული ბანკებისგან, რეგიონული სახელმწიფო შემნახველი ბანკებისა და კოოპერატიული საკრედიტო კავშირებისგან შედგება.
შედარებისთვის, ესპანეთს ევროპის ტოპ-20-ში სამი წარმომადგენელი ჰყავს: Santander (2.3 ტრილიონი დოლარი), BBVA (1 ტრილიონი დოლარი) და CaixaBank (780 მილიარდი დოლარი). სამივე მათგანს გააჩნია ფართო საცალო ქსელი, ხოლო Santander-ი და BBVA განსაკუთრებით დიდი საერთაშორისო წარმომადგენლობით გამოირჩევიან.




























