მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროპის უნივერსიტეტი შპს "წმინდა მიქაელის ჰოსპიტალის" შეძენას გეგმავს - კონკურენციის სააგენტო

წმინდა მიქაელის საავადმყოფო

ევროპის უნივერსიტეტი შპს წმინდა მიქაელის ჰოსპიტალის შეძენას გეგმავს - ამის შესახებ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა.

"განიხილავს შპს „ევროპის უნივერსიტეტის“ (ს/ნ 201954956) მიერ შპს „წმინდა მიქაელის ჰოსპიტლის“ (ს/ნ 202901832) 100%-იანი წილის შეძენის გზით განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხს. შპს „წმინდა მიქაელის ჰოსპიტალი“ საქმიანობს სამედიცინო მომსახურების მიწოდების ბაზარზე, ხოლო შპს „ევროპის უნივერსიტეტი“ - უმაღლესი განათლების მიწოდების ბაზარზე.

დაინტერესებულ პირებს კონცენტრაციასთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოდგენა შეუძლიათ 2025 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით,"- ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

წმინდა მიქაელის საავადმყოფო თბილისში ჟვანიას ქუჩაზე მდებარეობს. საავადმყოფოს 2024 წლის ანგარიშის თანახმად, მისი შემოსავალი 15 მილიონი ლარი იყო, ამასთან კლინიკა ზარალზე იყო, რაც 6 მილიონ ლარს შეადგენდა. საავადმყოფოს აქტივები 33.5 მილიონ ლარს, ვალდებულებები კი 21 მილიონ ლარს შეადგენს. ამონაწერის თანახმად, კლინიკის 100% ქართლოს დიასამიძეს ეკუთვნის.

რაც შეეხება ევროპის უნივერსიტეტს, მის ფაკულტეტთა შორისაა სამედიცინო ფაკულტეტი, შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულების ფლობა შესაძლოა უნივერსიტეტის სტუდენტების პრაქტიკული გამოცდილების მიწოდებას უკავშირდებოდეს. უნივერსიტეტის ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2024 წელს მისი შემოსავალი 47 მილიონ ლარს, წმინდა მოგება კი 11.7 მილიონ ლარს შეადგენდა. უნივერსიტეტის 100% წილის მფლობელი და დამფუძნებელია ლაშა კანდელაკიშვილი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები