მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის უნივერსიტეტსა და მედიატორთა ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა - ქალები მომავლისთვის

5f0c1e615bebe
ვიქტორია მღებრიშვილი
13.07.20 15:13
1485
ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, თამარ კერძაიამ და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა უთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. აღნიშნულ ინფორმაციას ორგანიზაცია „ქალები მომავლისთვის“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მემორანდუმის მიზანი მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობა, მედიაციის ინსტიტუტის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით ერთობლივი ღონისძიებების, პროექტებისა და ინიციატივების განხორციელება.

„მემორანდუმის ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტი ჩაერთვება საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ განხორციელებულ პროექტში, „Covid 19-ის დროს წარმოშობილი შრომითი დავების გადაწყვეტა მედიაციის გზით“, რომელსაც მხარდაჭერას უცხადებს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამები. პროექტი გულისხმობს Covid 19-ის დროს წამოჭრილი შრომით-სამართლებრივი დავების გადაწყვეტას მედიაციის გზით სრულიად უფასოდ.

აღნიშნული პროექტი დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს დროულად და ეფექტიანად დაეხმარება მოაგვარონ პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში წარმოშობილი დავები“, - წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები