მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევროპის უნივერსიტეტსა" და "რითეილ ასოციაციას" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

"ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით, "ევროპის უნივერსიტეტსა" და "რითეილ ასოციაციას" შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მხარეთა შორის თანამშრომლობა "ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტებს დასაქმებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძლებლობას მისცემს. უფრო კონკრეტულად, მემორანდუმი ბიზნესის ადმინისტრირებისა და ფინანსების, ასევე საბანკო საქმის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტების დარგობრივი კომპეტენციების გაუმჯობესებასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას ითვალისწინებს. ''ევროპის უნივერსიტეტი" ევროპულ ღირებულებებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც 2012 წლიდან ოპერირებს და 90-მდე უცხოურ უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები