მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის ყველაზე დატვირთული აეროპორტები - რეიტინგი

63b80350a3bdc
მარიამ ვარადაშვილი
07.01.23 00:05
961
ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციამ [Eurocontrol] ევროპის ავიაციის 2022 წლის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ომიკრონისა და უკრაინის ომის პირობებში წელს ავიაცია 2022 წელს 83%-ით აღდგა, რაც წლიურად 9.3 მლნ შესრულებული ფრენაა. ეს მაჩვენებელი თითქმის 2 მლნ-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე.

“უკრაინაში მიმდინარე ტრაგედიის მიუხედავად, სექტორმა საკუთარი რეზისტენტობა აჩვენა. მომავლის მიმართ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და მიგვაჩნია, რომ ევროპის საჰაერო ტრაფიკი სრულად 2025 წელს აღდგება”, - აცხადებს Eurocontrol-ის გენერალური დირექტორი ეამონ ბრენანი.

ორგანიზაციის შეფასებით, გასული წლის დასაწყისში სექტორისთვის შოკი ჯერ ომიკრონის გავრცელება, ხოლო შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომი იყო, რამაც ეკონომიკის ბევრ სექტორზე, მათ შორის ავიაციაზე იქონია გავლენა. აღდგენის კარგი მაჩვენებელი [85%] ევროპის ბიუჯეტურ ავიაკომპანიებს ჰქონდათ. რეგიონის ორმა მსხვილმა კომპანიამ Ryanair-მა და Wizz Air-მა პანდემიამდე ნიშნულს შესრულებული ფრენების რაოდენობით გადააჭარბეს.

რაც შეეხება აეროპორტებს, 2022 წელს სტამბოლის აეროპორტი ლიდერობს, საიდანაც დღიურად საშუალოდ 1156 რეისი სრულდებოდა. მეორე ადგილზეა 1140 შესრულებული რეისით ამსტერდამის აეროპორტი, ხოლო მესამეზე პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტი, საიდანაც გასულ წელს საშუალოდ 1122 ფრენა შესრულდა. ფრანკფურტი [1048 ფრენა] და ლონდონის [1042] აეროპორტი.



ანგარიშიდან ირკვევა, რომ ფრანკფურტის აეროპორტმა, რომელიც პანდემიამდელ პერიოდში ევროპის აეროპორტებს შორის ლიდერობდა, დრიურად თითქმის 400 ფრენა დაკარგა. შედეგად 2022 წლის რეიტინგში ის მეოთხე ადგილს იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები