მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევროპულ მარშზე" 200 000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა - Visioner

აქცია

ევროპის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე აქციის მსვლელობის პიკში 169 000-დან 200 000 ადამიანამდე იყო. მთლიანობაში, მათ შორის აქციის ცენტრისკენ მიმდინარე ხალხის ნაკადებთან ერთად კი "რუსული კანონის" წინააღმდეგ ევროპულ მარშზე გამოსული ადამიანების რიცხვმა 300 000-ს მიაღწია - ამის შესახებ წერს Visioner-ი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ დათვლა განხორციელდა Mapchecking-ით, საშუალოზე მაღალი და სრული სიმკვრივის ფიგურის გამოყენებით. მათი მონაცემებით 1 კვ.მ-ზე 4.5-5 ადამიანი იყო შეკრებილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები