მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპული ბანკები $77 მილიარდის დივიდენდების გაცემას გეგმავენ

ბანკები

მიმდინარე წელი გლობალური საბანკო ინდუსტრიისათვის საკმაოდ კარგი აღმოჩნდა. გაზრდილი განაკვეთების ფონზე, ბანკებმა კრედიტების გაძვირება და გაზრდილი შემოსავლების მიღება შეძლეს.

ამ ყველაფრის ფონზე, მიმდინარე წლის ბოლოსთვის ევროპული ბანკები ინვესტორებისთვის მოგების განაწილებას და ჯამში 77 მილიარდი დოლარის მოცულობის დივიდენდების გაცემას გეგმავენ, რაც ინდუსტრიისათვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

ევროპის ცენტრალური ბანკის შეფასებით, შეცვლილ გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებას საბანკო-საფინანსო სექტორი მარტივად მოერგო და ამის შედეგს ახლა უკვე რიცხვებშიც მკაფიოდ ვხედავთ.

უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული $77 მილიარდი საბოლოო თანხა არ არის, რადგან დეკემბრის ბოლოს, შესაძლოა, ბანკებმა დივიდენდის მოცულობა კიდევ უფრო მეტად გაზარდონ და საახალწლოდ ინვესტორები კიდევ უფრო მეტად გაახარონ.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.