კომპანია ეარ ტოპი, გლობალური გათბობა-გაგრილების ბრენდის - დაიკინის ავტორიზებული სერვის ცენტრი და დისტრუბუტორია საქართველოში. კომპანიის მისიაა მომხმარებლებს შესთავაზოს ინოვაციური და ენერგოეფექტური იაპონური ბრენდის - დაიკინის სისტემები და პრემიუმ ხარისხის გაყიდვების შემდგომი მომსახურება.
მიმდინარე წლის ნოემბერში ეარ ტოპის წარმომადგენლები ესტუმრნენ იტალიაში მდებარე Daikin Applied Europe-ის Ariccia-ს ქარხანას — ერთ-ერთ წამყვან საინჟინრო და წარმოებით ცენტრს ევროპაში. ქარხნის ტურზე მათ საშუალება ჰქონდათ პირადად გასცნობოდნენ დაიკინის ტექნოლოგიური ინოვაციებისა და წარმოების დეტალებს. ვიზიტის ფარგლებში, ეარ ტოპის თანამშრომლებისა და პარტნიორებისგან შემდგარმა ქართულმა დელეგაციამ მოინახულა ჩილერებისა და თბური ტუმბოების წარმოება, ინვერტორული და კომპრესორული ტექნოლოგიების ზონა, ახალი R&D ლაბორატორიები და ტესტირების კამერები, სადაც მოწმდება მოწყობილობების ენერგოეფექტურობა, გამძლეობა და ხარისხი.
Ariccia-ს ქარხანა ცნობილია, როგორც დაიკინის რეგიუნული ცენტრალური ოფისი და უმსხვილესი საწარმო ჰაბი, საიდანაც იაპონური ბრენდის ჭკვიანი გათბობა-გაგრილების სისტემები მრავალ ქვეყანაში ექსპორტირდება.



























