მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

ევროპული გრანტით ორმა ახალგაზრდა ქალბატონმა ბაკურიანში სასტუმრო კომპლექსი ააშენა

ბაკურიანში ზაფხულიდან ახალი სასტუმრო კომპლექსი ამუშავდება, რომელიც ორმა ახალგაზრდა ქალბატონმა ევროპული გრანტის დახმარებით ააშენა.

კომპლექსი სამ 11-ნომრიან კოტეჯს აერთიანებს და ერთდროულად მინიმუმ 22 ადამიანს მოემსახურება.

ამის შესახებ Bm.ge-ის სასტუმრო კომპლექსის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ირინა მშვენიერაძემ განუცხადა, რომელმაც ბიზნეს მეგობარ ნინო ირემაშვილთან ერთად წამოიწყო.
,,კოტეჯების მშენებლობა უკვე დასრულებულია, დარჩენილია სარემონტო სამუშაოები, რომელიც გაზაფხულიდან განახლდება. კოტეჯები აღჭურვილია სამზარეულოთი და სველი წერტილებით; ის ბავშვიან ოჯახებზე, ასევე ახალგაზრდებზეა გათვლილი. სურვილის შემთხვევაში, სტუმრებს სამჯერად კვებას შევთავაზებთ “, - განაცხადა ირინა მშვენიერაძემ.
კომპლექსში ჯამში 300 ათას ლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდება, საიდანაც 180 ათას ლარზე მეტი დამფუძნებლების პირადი ინვესტიცია იქნება, 120 ათასი ლარი კი -გრანტი, რომელიც მათ სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამის - ,,ახალგაზრდა მეწარმე“ ფარგლებში მოიპოვეს.

პროგრამა საქართველოს მოქალაქეობის მქონე ახალგაზრდებისთვის არის განკუთვნილი, რომელთაც ბიზნესის საქართველოში განხორციელება სურთ.

პროგრამას ,,სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“ დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (DANIDA) დაფინანსებით ახორციელებს.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები