მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ევროპული საქართველო" საპენსიო კანონმდებლობას, სავარაუდოდ, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს

5b571ec8bfd50
თამუნა დემეტრაშვილი
24.07.18 16:41
502
პარტია "ევროპული საქართველო" საპენსიო კანონმდებლობის საკონსტიტუციო სასამართლში გასაჩივრებას გეგმავს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა bm.ge-ს განუცხადა, მომავალ კვირას პარტიის წარმომადგენლები იურისტებთან კონსულტაციებს გამართავენ.

"ვაპირებთ სრულყოფილი ანალიზი გავაკეთოთ იმისა, თუ რამდენად შეიძლება ჩაითვალოს საპენსიო დანაზოგის 2%-იანი განაკვეთი გადასახადად. თუ ეს ასე აღმოჩნდა, მაშინ ახლახანს დამტკიცებული საპენსიო კანონი ანტიკონსტიტუციური იქნება, რადგან გადასახადის გაზრდა, რეფერენდუმის ჩატარების გარეშე კონსტიტუციით აკრძალულია", -განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მისი თქმით, აგვისტოს ბოლომდე პარტია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. "არ გვინდა, რომ ეს იყოს სარჩელი სარჩელისთვის, გვინდა რომ ყველაფერი დასაბუთებული იყოს, გასაჩივრებისთვის 6 თვიანი ვადა გვაქვს", - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები