ევროპული სკოლის ორგანიზებით, თბილისში გლობალური კონგრესი, ინოვაციური სწავლების რიგით მე-5 საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. სასტუმრო პულმანში ღონისძიების ოფიციალური გახსნის ცერემონია უკვე დასრულდა, რომელმაც ერთ სივრცეში მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და 500-ზე მეტი დელეგატი გააერთიანა. გახსნით ღონისძიებაზე ვრცელი მოხსენებით წარდგნენ როგორც საერთაშორისო ბაკალავრიატისა დაა მსოფლიო სკოლების საბჭოს , ასევე “ კოგნიასა “-სა და “ნიასკის “-ის უმაღლესი რანგის წარმომადგენლები, რომლებმაც ქართველ და უცხოელ კოლეგებს საკუთარი ხედვა და გამოცდილება გაუზიარეს. პულმანში გამართული ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, კონფერენციის ძირითადი სამუშაო პროცესი უკვე უშუალოდ ევროპული სკოლის სივრცეში ინაცვლებს. მომდევნო ორი დღის განმავლობაში, 50-მდე საერთაშორისო სპიკერი 135-მდე პრეზენტაციასა და პანელურ დისკუსიას გამართავს.
კონფერენციის ფარგებში, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება უცხოელი და ქართველი პროფესიონალები ერთობლივად იმსჯელებენ საგანმანათლებლო სისტემის თანამედროვე გამოწვევებზე, სწავლების ახალ მეთოდებსა და ინოვაციებზე, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან გამოყენებაზე.


































