"ევროპული სკოლა" ახალ კამპუსს წავკისში გახსნის, სადაც მოსწავლეებს 2026-2027 სასწავლო წლიდან მიიღებს - ინფორმაციას ამის შესახებ თავად კერძო სკოლა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ეკოლოგიურად სუფთა კამპუსი ქართულ და ინგლისურენოვან პროგრამებსა და "ევროპულ საბავშვო ბაღს" გააერთიანებს.
"მნიშვნელოვანი სიახლე: "ევროპული სკოლა" ახლა უკვე წავკისშიც!
"ევროპული სკოლა" ფართოვდება და წავკისის ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე, მშვიდ გარემოში ხსნის ახალ კამპუსს, თანამედროვე, უსაფრთხო და მოსწავლეზე ორიენტირებული სივრცეებით.
წავკისის კამპუსში 2026-2027 სასწავლო წლიდან მიიღებიან მოსწავლეები შემდეგ პროგრამებზე:
- ქართული პროგრამა (I-V კლასები)
- IB PYP ინგლისურენოვანი პროგრამა (I-V კლასები)
- "ევროპული საბავშვო ბაღი" (3-5 წლის აღსაზრდელებისთვის)
ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ხარისხიანი, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული განათლების ხელმისაწვდომობის გასაფართოებლად", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.




























