კომპანია „შირაქი“ 2024 წელს ფერმის გაფართოებას და ასორტიმენტის ზრდას გეგმავს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ნიკოლოზ ბენიაიძემ „საქმიან დილასთან“ საუბრისას განაცხადა, წლის დასაწყისიდან ფერმის გადაიარაღებისთვის დამატებით 1,5 მლნ-იანი ინვესტიციის განხორციელება იგეგმება. არსებულ ასორტიმენტს კი ევროპული ყველი და იოგურტების სერიაც დაემატება. დაგეგმილია ნედლი რძის წარმოების 30%-ით ზრდა.
„ვერ ვიტყვი, რომ ცუდი წელი იყო, ნორმალურად ფასდება, რა ხელშეკრულებებიც გვქონდა ქსელებთან იმის მიწოდება შევასრულეთ, მაგრამ არის ბევრი გამოწვევაც რაც ეხება ფერმის გადიდებას, განვითარებას, რომელიც მიმდინარეობს. ამ ნაწილში მომავალი წლისთვის ვიმედოვნებთ რომ 30%-ით გავზრდით საკუთარი რძის წარმოებას.
ამ ეტაპზე ვაწარმოებთ 5-6 სახეობის პროდუქტს და ვაპირებთ ევროპული ყველის და ასევე იუგურტების წარმოების დამატებას, ეს იქნება ეტაპობრივად 2024 წლის განმავლობაში. ყველაფერი სესხზეა დამოკიდებული. თუ დაგვიმტკიცდება 1,5 მლნ-ის ინვესტიციას ვაპირებთ,“ - განაცხადა ნიკოლოზ ბენიაიძემ.
ინფორმაციისთვის, „შირაქი“ ამ ეტაპზე ბაზრის 5-7%-იან წილს ფლობს.