საქართველო რობოტიკის მსოფლიო ოლიმპიადისთვის ემზადება! ევროპულმა სკოლამ ქვეყნის მასშტაბით გამართულ მასშტაბურ შესარჩევ ტურნირს უმასპინძლა, რომელმაც ტექნოლოგიებით გატაცებული ათობით ნიჭიერი მოზარდი გააერთიანა. პირველი ეტაპის შედეგად 12 საუკეთესო ახალგაზრდა ინჟინერი უკვე ცნობილია, თუმცა წინ გადამწყვეტი შერჩევაა: სწორედ მათგან დაკომპლექტდება ის “ოქროს ხუთეული”, რომელიც საქართველოს სახელით სამხრეთ კორეაში, გლობალურ კონკურსზე გაემგზავრება.


































