ევროზონის მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელდა. კერძოდ, გასულ თვეს წლიური ინფლაციის დონემ 2.4% შეადგინა, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელზე, თუმცა ის ანალიტიკოსების პროგნოზს აღემატება.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას (Core CPI), რომელიც არ ითვალისწინებს სურსათისა და ენერგორესურსების ფასებს, დაზუსტებული მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი 2.6%-ს შეადგენს, ნაცვლად ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებული 2.5%-ისა.
წლიური ინფლაციის მოსალოდნელზე მეტად ზრდა პირდაპირ კავშირშია სურსათის გაძვირებასთან და ენერგორესურსების ფასების მატებასთან, რაც სეზონური ეფექტით და ბირჟაზე ნავთობის გაძვირებითაა განპირობებული.




























