ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ევროზონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მიმდინარე წლისთვის 2,2%-მდე გაზარდა, რაც 2007 წლის შემდეგ ყველაზე მეტად გაზრდილი მაჩვენებელია.
ბანკის პრეზიდენტის მარიო დრაგის განცხადებით, ევროზონის წევრი 19 ქვეყნის ეკონომიკა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დაგეგმილზე სწრაფად გაიზარდა.
BBC-ის ცნობით ბანკის წინა პოგნოზი 1,9% იყო. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დაწყებამდე, 2007 წელს, ევროზონაში ეკონომიკური ზრდა 3% იყო.
ამასთან, ცენტრალურმა ბანკმა შეამცირა ინფლაციის პროგნოზიც, მომავალ წელს ევროზონაში 1,2%-იან ინფლაციას ელოდებიან.

























