მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ე.წ. მოსმენების შესახებ კანონზე პრეზიდენტის ადმინისტრაციას შენიშვნები აქვს"

589c64eae1c24
BM.GE
09.02.17 16:46
1244
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი, კომპანია „მაგთიდან“ ირაკლი მჟავანაძე და დათო ძიძიგური, „ჯეოსელიდან“ კახი ლორია, ლევან გიორგაძე და თინათინ ნადარეიშვილი, „ბილაინიდან“ ირაკლი ესართია, სატელეკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტიდან“ კახი ყურაშვილი და გიორგი ნებიერიძე.

ანა დოლიძის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია აწარმოებს კონსულტაციებს ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით სხვადასხვა ორგანიზაციებთან, მათ შორის არასამთავრობოებთან, კომერციულ ორგანიზაციებთან, სახელმწიფო სტურქტურებთან, რომ ჩამოაყალიბოს საკუთარი პოზიცია მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით.

„როგორც ჩანს, ინიცირებულ კანონპროექტში ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი ხარვეზია. შემოდის რამოდენიმე ინოვაცია, რომელიც დასაფიქრებელია.

ასევე სამწუხაროა ის, რომ არავინ გაიარა კონსულტაცია კავშირგაბმულობის კომპანიებთან, მანამ სანამ მოხდებოდა კანონპროექტის ინიცირება.

ჩვენ გვსურს სერიოზული და ფართო მსჯელობა ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, თუმცა, თუ პარლამენტში, შემოთავაზებულ, ფორსირებულ რეჟიმში მოხდება ამ კანონპროექტის განხილვა, ეს შეზღუდავს ხარისხიანი მსჯელობის საშუალებას კანონპროექტში შეტანილ ცვლილებებზე“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები