მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ე.წ. "მტაცებლურმა" დაკრედიტებამ მოსახლეობის დიდი ნაწილი ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩააყენა"

5ca71f9e96f95
თელარა გელანტია
05.04.19 13:26
734
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ფინანსური ინსტიტუტების სრულიად უპასუხისმგებლო ე.წ. „მტაცებლურმა", აგრესიულმა დაკრედიტებამ მოსახლეობის დიდი ნაწილი ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩააყენა.

ამის შესახებ გვენეტაძემ პარლამენტში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, სადაც 1 იანვრიდან ამოქმედებული საბანკო რეგულაციების შედეგსა და TBC ბანკის საქმეზე სასაუბროდ მივიდა.

მთავარმა ბანკირმა შესავალ სიტყვაში დაკრედიტების კუთხით არსებული მდგომარეობა მიმოიხილა.

„საზოგადოებას მინდა შევახსენო, თუ რა მძიმე მდგომარეობა იყო რეგულაციების შემოღებამდე ფიზიკური პირების არაჯანსაღი დაკრედიტების კუთხით. ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ და სხვადასხვა კომპანიებისა და ფინანსური ინსტიტუტების სრულიად უპასუხისმგებლო ე.წ. „მტაცებლურმა", აგრესიულმა დაკრედიტებამ მოსახლეობის დიდი ნაწილი ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. 700 ათასი მოქალაქე უკვე გადახდისუუნარო აღმოჩნდა. გარდა ამისა, ასი ათასობით ადამიანს მის შემოსავალთან შედარებით არაადეკვატურად მაღალი სესხები გააჩნიათ. ვიღებთ ძალიან ბევრ წერილს მოქალაქეებისგან, რომლებმაც უძრავი ქონება დაკარგეს ან დაკარგვის რისკის ქვეშ არიან გაუთვითცნობიერებლად მიღებული გადაწყვეტილებების გამო“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები