მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრები ოჯახებისთვის ბინების განაწილების კრიტერიუმები შემუშავდა

6294c321a34a6
მარიამ იზორია
30.05.22 17:55
761
ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრები ოჯახებისთვის ბინების განაწილების კრიტერიუმები შემუშავდა. შესაბამისმა კომისიამ „ოცნების ქალაქის“ საცხოვრებელი ბინების განაწილების კრიტერიუმებზე მუშაობა დაასრულა.

როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, კომისიის მუშაობაში ოცნების ქალაქის მოსახლეობა, საერთაშორისო ორგანიზაცია იუნისეფი და წითელი ჯვარი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმოამდგენელი და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, საცხოვრებელ ბინებს შშმ პირებს, სპეციალური სამედიცინო საჭიროების მქონე პირბეს, სოციალური ქულების მქონე მოქალაქეებს, მარტოხელა მშობლებს, მარჩენალდაკარგულებს, ეკომიგრანტებს, ოძულებით გადაადგილებულ და სხვა პირებს გადასცემენ.

რიჟვაძის განცხადებითვე, პარალელურად “ოცნების ქალაქის” მშენებლობის მეორე ეტაპი იწყება, რომელიც მთლიანი ტერიტორიის დაგეგმარებას, სწორ ურბანულ განვითარებას, საგანმანათლებლო, საცხოვრებელი და რეკრეაციული სივრცეების შექმნას გულისხმობს.

რაც შეეხება პირველ ეტაპს, ტერიტორიაზე სამი 12-სართულიანი საცხოვრებელი ბინის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. პირველ ეტაპზე, დაახლოებით, 582 ბინა მოეწყობა. სამუშაო პროცესი 120 ადამიანს ასაქმებს.

"ამ კრიტერიუმებით "ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახების აბსოლუტური უმრავლესობა დაკმაყოფილდება შესაბამისი საცხოვრებლით. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შემუშავებული კრიტერიუმების გათვალისწინებით, საცხოვრებელი ბინები, შესაბამისი სოციალური მდგომარეობის და საჭიროების მქონე ოცნების ქალაქში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს გადაეცემა.

ოცნების ქალაქში დამატებით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები, საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი აშენდება. ტერიტორიაზე საპარკინგე ზონა, საბავშვო მოედანი, საფეხვმალო და ველობილიკები, გარე განათებები მოეწყობა. საცხოვრებელი სახლები გაზ-მომარაგების, წყლისა და წყალარინების სისტემებით აღიჭურვება. მოქალაქეებს ადგილზე სხვადასხვა სერვისზე წვდომის შესაძლებლობა ექნებათ”, - განმარტავს რიჟვაძე.

ცნობისთვის: აჭარის მთავრობის ინფორმაციით, „ოცნების ქალაქის” მშენებლობის გადაწყვეტილება იქ არსებული მძიმე სოციალური და შეუსაბამო საცხოვრებელი პირობების გამო მიიღეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები