აშშ-ში ე.წ. Shutdown-ის გამო 800,000 საჯარო მოხელე უხელფასოდ მუშაობს.
მექსიკის საზღვართან კედლის აშენების საკითხზე უთანხმოების გამო, წინა წლის 22 დეკემბრის შემდეგ ამერიკის მთავრობის მუშაობა შეჩერებულია.
მსგავსი შემთხვევა მაშინ ხდება, როდესაც კონგრესი უარს ამბობს ფედერალური მთავრობის და მისი სააგენტოების დაფინანსებაზე ან ქვეყნის პრეზიდენტი საკანონმდებლო შტოს მიერ მიღებული რეზოლუციაზე ხელის მოწერაზე უარს აცხადებს.
Businessinsider-ის ცნობით, დონალდ ტრამპი მექსიკის საზღვართან კედლის ასაშენებლად, კონგრესისგან 5 მილიარდ დოლარს ითხოვს.
აშშ-ის პრეზიდენტის აზრით, კედელი მიგრანტების ნაკადს შეაჩერებს, თუმცა კონგრესი ბიუჯეტის წარდგენილ ვერსიას არ ეთანხმება;
შესაბამისად, 800,000 ადამიანს, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურაშია დასაქმებული, ანაზღაურების გარეშე უწევს მოვალეობის შესრულება.
დონალდ ტრამპის განცხადებით, ის პირადად უზრუნველყოფს, რომ საჯარო მოხელეებმა კუთვნილი ხელფასი მიიღონ.

























