მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ე.წ. სქორინგის არსებული მოდელი არ ითვალისწინებს მნიშვნელოვან ფაქტორებს"

5bab6b8a8b8b2
ნინო თურქია
26.09.18 15:20
847
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ე.წ. სქორინგის სისტემის საშუალებით მიღებული გადაწყვეტილებები რიგ შემთხვევებში არ არის კარგი მსესხებლებისთვის. შესაბამისად, დებულების მიხედვით, ეს სისტემა გაუქმდება.

„ზოგადად გეტყვით, რომ არ ვიზიარებთ ასეთი სქორინგის და მოდელების სისტემას, რადგან ბევრ შემთხვევაში ასეთი მოდელი არ ითვალისწინებს მნიშვნელოვან ფაქტორებს და შესაძლებელია, რომ ამ სქორინგის მოდელის გამოყენების საშუალებით მიღებული გადაწყვეტილება არ აღმოჩნდეს კარგი მსესხებელისათვის,“ - აცხადებს კობა გვენეტაძე.
შეგახსენებთ, რომ სესხის გაცემისას ე.წ. სქორინგის სისტემის გამოყენების გაუქმებას ეწინააღმდეგება კერძო სექტორი, ისინი მიიჩნევენ რომ შესაძლებელია სისტემის დახვეწა ისე, რომ არც საფინანსო სექტორი და არც მომხმარებელი არ დაზარალდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები