მიუხედავად იმისა, რომ „ხრუშჩოვის“ პროექტის საცხოვრებელ ბინებს ექსპლუატაციის ვადა გასული აქვთ, თბილისში ვაჟა-ფშაველას კვარტლებში გვხვდება ყველზე მყარი სახით.
Colliers International Georgia -ს მონაცემებით, თბილისში სულ 508 ხრუშჩოვის პროექტის კორპუსია. ეს კორპუსები გაფანტულია ქალაქის მასშტაბით, ხოლო მათი ძირითადი უმრავლესობა განაწილებულია ვაჟა-ფშაველას კვარტლებზე, დიღმისა და ვარკეთილის მასივებზე.
ხრუშჩოვის პროექტის ერთი სტანდარტული კორპუსის მოცულობითი ფართობი დაახლოებით 801,85კვ.მ-ია, ამავე კორპუსის საცხოვრებელი ფართი - 2,500 კვ.მ-ია, ხოლო მთლიანად თბილისში არსებული ხრუშჩოვის პროექტის მთლიანი საცხოვრებელი ფართი დაახლოებით 1,066,800 კვ.მ-ს შეადგენს.
1940 -1990 წლის ჩათვლით ხრუშჩოვის პროექტის ბინების საცხოვრებელი ფართი ქ. თბილისში არსებული მთლიანი საცხოვრებელი ფართის 8%-ს შეადგენდა, დღეს კი ეს მაჩვენებელი 4 %-მდე არის შემცირებული.
“Colliers International Georgia”-ს მუშაობის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით შეფასებული აქვს 1,022 ცალი „ხრუშჩოვის“ პროექტის ბინა, საიდანაც 65% შეფასებული ბინების დედაქალაქზე მოდის. თბილისში შეფასებული ბინებიდან ყველაზე დიდი წილი - 40,4 % მოდის საბურთალოზე, ამას მოსდევს დიდუბე 16,2 %-ით, მესამე ადგილზეა ვარკეთილი 10,1 %-ით.
კვადრატული მეტრის ფასებიც „ხრუშჩოვის“ პროექტის ბინებში უბნების მიხედვით განსხვავებულ მონაცემს იძლევა. საბურთალოზე 1 კვ.მ-ის ფასი - 688 აშშ დოლარია, დიდუბის რ-ში - 1 კვ.მ-ის ფასი - 654 აშშ დოლარი, ხოლო ვარკეთილში კი - 1 კვ.მ-ის ფასი -474 აშშ დოლარი გახლავთ. ვარკეთილის რ-ნს მოსდევს თემქის, სამგორისა და გლდანულას დასახლებაში არსებული „ხრუშჩოვის“ პროექტის ბინები, სადაც 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი 454 აშშ დოლარია.

























