მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეხება თუ არა EU-ს სანქციების მე-11 პაკეტი საქართველოს საავტომობილო ბაზარს? - განმარტება

64a29e9e5c378
ელენე გოგბერაშვილი
03.07.23 14:12
882
შეეხება თუ არა ევროკავშირის სანქციების მეთერთმეტე პაკეტი საქართველოს საავტომობილო ბაზარს, უცნობია. ფინანსთა მინისტრის მოადგილე მამუკა ბარათაშვილი bm.ge-ს შესაბამის კითხვაზე პასუხად ამბობს, რომ ქართული მხარე ამის შესახებ ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ფლობს, თუმცა როგორც ის აცხადებს, საქართველო დაიცავს საერთაშორისო სანქციებს და ჩვენი ქვეყანა არ იქნება გამოყენებული სანქციების გვერდის ასავლელად.

- საქართველო დაიცავს სანქციების პრინციპებს, რომ საქართველო არ იყოს გამოყენებული, სანქციების გვერდის ავლის მიზნით. ეს იქნება დაცული.

- კითხვა: აღარ გავა ავტომობილები ექსპორტზე?

- არ ვიცით, საქართველო იმოქმედებს ისე, რომ [სანქციების] გვერდის ავლა არ მოხდეს... შევა იმ პაკეტში, აკრძალავს თუ არა მთლიანად, საქართველოს შეეზღუდება თუ არა, ეს არ ვიცით ჩვენ, მაგრამ საქართველო არ იქნება გამოყენებული სანქციების თავის ასარიდებლად.

შეგახსენებთ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეთერთმეტე პაკეტი აამოქმედა, რომელიც სავაჭრო, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სექტორების დამატებით შეზღუდვებს ითვალისწინებს და რუსეთის ფედერაციაში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტსაც კრძალავს.

თუკი აქამდე მოქმედი შეზღუდვით რუსეთში 50,000 ევროზე ძვირად ღირებული ავტომობილების გატანა იზღუდებოდა, სანქციების მე-11 პაკეტით მას 1.9 ლიტრზე მეტი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილების ექსპორტის შეზღუდვაც დაემატა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები