მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Expo Georgia-ში 2-დღიანი საერთაშორისო სამიტი Unlimited Summit გაიმართა

კიდევ ერთი ამბავი რაც ტექნოლოგიებს, ხელოვნური ინტელექტს და მომავლის პროფესიულ შესაძლებლობებს ეხება. 24 და 25 ოქტომბერს, Expo Georgia-მ საერთაშორისო სამიტს, Unlimited Summit-ს უმასპინძლა. ორდღიანმა ღონისძიებამ ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმომადგენლები, ბიზნეს ლიდერები, საერთაშორისო კომპანიები და კარიერული განვითარებით დაინტერესებული ადამიანები გააერთიანა. სამიტს დაახლოებით 3 000 ადამიანი დაესწრო. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედროდნენ 110 ქართველ და საერთაშორისო სპიკერს, გაცნობოდნენ 100-მდე კომპანიის საქმიანობას, ჩართულიყვნენ პრაქტიკულ ვორქშოფებში, დასწრებოდნენ დასაქმების ფორუმს და დაემყარებინათ ახალი პროფესიული კავშირები. Unlimited Summit-მა ორი დღის განმავლობაში ტექნოლოგიური სიახლეები, პროფესიული განვითარება და საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობები ერთ სივრცეში გააერთიანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები